Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რამდენ მძღოლს ჩამოერთვა საქართველოში მართვის მოწმობა სიმთვრალის გამო გასულ წელს
ambebi.ge
17 January 2017, 11:21
2016 წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიმთვრალის გამო 30 174 მართვის მოწმობის ჩამორთმევა მოხდა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა ავარიების გამომწვევი მიზეზების სამეულში კვლავ რჩება.
რაც შეეხება ჯარიმის გადახდის შემთხვევაში მართვის მოწმობის დაბრუნების ტენდენციას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამაზე გადაწყვეტილების მიღების დისკრეციული უფლება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს აქვს და რამდენადაც მისთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება.

"კანონიდან გამომდინარე, ეს დისკრეცია აქვს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომ მძღოლს მართვის მოწმობის ჩამორთმევა ჯარიმით შეუცვალოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამ დისკრეციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მართვის მოწმობის ჩამორთმევა პირველად ხდება. მაგალითად, შეიძლება ვიღაც 10 წლის განმავლობაში მართავდეს ავტომანქანას და პირველად მოხდეს, რომ სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვან. გადაწყვეტილება მიიღება ამ და სხვა სამართალდარღვევათა რაოდენობის გათვალისწინებით. თუ პირს ალკოჰოლური თრობის გამო რამდენჯერმე აქვს ჩამორთმეული მართვის მოწმობა, ამ შემთხვევაში, დისკრეციის ფარგლებში, საპატრულო Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი უარს ეტყვის თანხის გადახდის სანაცვლოდ საბუთის დაბრუნებაზე. ანუ აქ საკმაოდ გამკაცრებულია მიდგომა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჩამორთმეული 30 ათასი მართვის მოწმობიდან, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საბუთი უკან მაქსიმუმ 10%-ს დაუბრუნდა.

წაიკითხეთ ინტერვიუ სულად: გახშირებული ავარიები, "ჭკვიანი კამერები" და ცვლილებები მართვის მოწმობის აღებაში - შს მინისტრის მოადგილის პასუხები კითხვებზე, რომლებიც გაქვთ
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი